“განუზომელია ზურაბის წვლილი თავისუფალი საქართველოს შენებაში”- ჟვანიას დაბადების დღეს პრეზიდენტი გამოეხმაურა

დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

“დღეს ჩვენი დროის თვალსაჩინო პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ჩემი მეგობრისა და თანამებრძოლის, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა.

განუზომელია ზურაბის წვლილი თავისუფალი საქართველოს შენებაში. მისმა ძალისხმევამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ მთლიანად საზოგადოების, მედიის, სამოქალაქო სექტორის დღევანდელი სახე, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის დემოკრატიულ აღმშენებლობას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებს და ქართული პარლამენტარიზმის განვითარებას.

ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში გაკეთებული დიდი საქმეებით ზურაბ ჟვანიამ გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა იმ ისტორიული სახელთა შორის, ვინც არაერთი თაობისათვის კვლავ იქნება ორიენტირი ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე.” ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

ზურაბ ჟვანიას 53 წელი შეუსრულდებოდა .

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს 15 დეკემბერს უყრიან კენჭს
შემდეგი სტატიანორვეგია საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავს