ევროპარლამენტი უკრაინული ქათმების ექსპორტის ზრდით უკმაყოფილოა

ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტმა უკრაინა გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ისარგებლა ასოცირების ხელშეკრულებაში არსებული დაუზუსტებელი ფორმულირებებით, რომლის შედეგადაც ევროკავშირში ქათმის ხორცის შეტანა გაზარდა.
უკრაინულმა ჰოლდინგმა “მირონოვსკის პურპროდუქტმა”, რომელიც მილიარდელ იური კოსიუკს ეკუთვნის, გზები გამონახა გვერდი აექცია ქათმის ფილეს ევროკავშირში შეტანის აკრძალვაზე. ქათამი ევროკავშირის ქარხნებში იგზავნებოდა რაიმე ტიპის გადასახადის გარეშე, ამის შემდეგ აჭრიდნენ ძვალს და ყიდდნენ როგორც ქათმის ფილეს. რამაც უკრაინიდან ქათმის ხორცის შეტანის 3,7 ათასი ტონიდან (2016 წელი) 50 ათას ტონამდე გაზრდა გამოიწვია (2018 წელს).

ევროკომისიამ უკვე მიაღწია უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეცვლის პირობებს, რომლის მიზანი უკრაინიდან არაკონტროლირებადი ქათმის რაოდენობის შემცირებაა – უკრაინული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშისექტემბრიდან ბავშვები პროგრამირების საფუძვლებს წიგნით „გამარჯობა რუბი“ ისწავლიან
შემდეგი სტატიაროცა მივხედავ დაინახავთ – შს მინისტრს მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე საუბარი აღარ სურს