როცა მივხედავ დაინახავთ – შს მინისტრს მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე საუბარი აღარ სურს

როცა მივხედავ დაინახავთ – ასე პასუხობს შს მინისტრი კითხვას, აპირებს თუ არა “თიბისი ბანკის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას.

შს მინისტრმა ერთ-ერთ განცხადებაში თქვა, რომ მამუკა ხაზარაძის ბრალდებების საპასუხოდ სამართლებრივ რეაგირებას აპირებდა. თუმცა ახლა მინისტრს საკითხზე საუბარი აღარ სურს.

„არ მინდა ამაზე საუბარი… როცა მივხედავ მაშინ ნახავთ. როცა მივხედავ მაშინ დაინახავთ და დააფიქსირებთ,“- აცხადებს გიორგი გახარია.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას შს მინისტრმა წერილი გაუგზავნა, რომელიც მუქარასა და შანტაჟს შეიცავდა. წერილი დაახლოებით ერთი თვის წინ გასაჯაროვდა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტი უკრაინული ქათმების ექსპორტის ზრდით უკმაყოფილოა
შემდეგი სტატიამოწმე ამ ახალ გარემოებაზე საუბრობს-კალანდიამ ეზოში შემოსვლიდან დაახლოვებით ერთ წუთში ამოიღო დანა