ევროპა რუსული ნავთობის ემბარგოს ფასს გადაიხდის – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპა გააფრთხილა და თქვა, რომ თუ დასავლეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დააწესებს, ევროპა ამის საფასურს გადაიხდის. ამის შესახებ BBC წერს.

მისი თქმით, რუსული ნავთობის ემბარგოზე საუბარმა, უკვე იმოქმედა გლობალურ ფასებზე.

კრემლის ლიდერი რუსული ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებსა და მთავრობის წარმომადგენლებს სატელევიზიო მიმართვაში დასავლეთის სანქციების გავლენის შესახებ ესაუბრა. პუტინის მტკიცებით სანქციები, რომლებიც თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესდა, დასავლეთმა პოლიტიკური მიზეზების გამო დააწესა.

„ევროპული ქვეყნები, რომლებიც დიდწილად არიან დამოკიდებული ჩვენზე, შეუძლებელია მყისიერად თქვან უარი რუსულ ნავთობზე“, – აცხადებს პუტინი.

banner
წინა სტატიაშიოცნების პროპაგანდაში თავისუფალი სამყარო ეტაპობრივად მტრად იქცევა – ბოკერია კობახიძეზე
შემდეგი სტატიაღირსება, კაცობა, ქართველობა აყრილმა ლევან ბერძენიშვილმა საქართველოს ერთ-ერთი სიამაყე, ერეკლე მეორე მოღალატედ გამოაცხადა