აქტივისტი თინა ვაშაკიძე, რომელიც გუშინ სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირზე სცემეს, სოციალურ ქსელში წერს, რომ სახლთან მასაც ჩაუსაფრდნენ. აქტივისტი წერს, რომ ამ წუთებში ის ზაჰესში მიდის, საეჭვო ავტომობილი კი მას უკან მიჰყვება.
“ჩემს სახლთან დილიდან დგას ქამრი ჩაბურული მინებით, ახლა მივდივარ ზაჰესში, იზოლატორში და მომყვება. ეს რომ არ იწვალოს და შეწუხდეს ზედმეტად. მარად თქვენი აქტივისტ-მეჩაქაფულე თინა,” – წერს აქტივისტი სოციალურ ქსელში.