ევროკომისიამ პოლონეთს გაერთიანების კანონების პირველობის აღიარებისკენ მოუწოდა

ევროკომისიამ პოლონეთს მოუწოდა ევროკავშირის კანონები წევრი-ქვეყნების კანონებზე მაღლა დააყენოს. ევროკავშირის კომისარმა იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერსმა წერილი პოლონეთის მინისტრს ევროკავშირის საკითხებში კონდარ შიმანსკის გაუგზავნა – 10 მაისს “დოიჩე ველე” წერს.

ბრიუსელი შეშფოთებულია პოლონეთის მეთაურის მათეუშ მორავეცკის გადაწყვეტილებით ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს ევროპულ კანონმდებლობაზე მეტი უფლებები მისცეს. პრემიერ-მინისტრის პოზიცია ევროპული სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს კითხვისქვეშ აყენებს და ლუქსემბურგის ევროპული სასამართლოს ავტორიტეტს ემუქრება – ნათქვამია წერილში – “დოიჩე ველე” წერს.

თვითონ მორავეცკიმ განაცხადა, რომ არ აპირებს მოთხოვნის გაწვევას. პოლონეთის კონსტიტუცია ევროკავშირის კონსტიტუციაზე პრიორიტეტულია – თქვა მან.

2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პოლონეთთან მიმართებაში ახალი გამოძიების ინიციატივა წამოაყენა სასამართლო სისტემის გამო. ვარშავასგან ითხოვენ ეს სისტემა ევროკავშირის სტანდარტებით განხორციელდეს.

banner
წინა სტატიაშინაუსედა – საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
შემდეგი სტატიაევროკავშირში ყოველი მეორე მოსახლე აცრილია