ევროკავშირში ყოველი მეორე მოსახლე აცრილია

წელიწადზე მეტია მსოფლიო კორონავირუს კოვიდ-19-ის პანდემიას ებრძვის. SARS-CoV-2-ის გავრცელების დღიდან ვირუსი 175 მილიონ ადამიანს შეეყარა, მათგან თითქმის 3,8 მილიონი გარდაიცვალა. 158 მილიონი პირი გამოჯანმრთელდა.

ევროკავშირის ყოველმა მეორე მკვიდრმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ პირველი დოზა გაიკეთა – ამის შესახებ “ტვიტერში” ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის 100 მილიონმა მკვიდრმა უკვე ორივე დოზა ვაქცინა გაიკეთა. ევროკავშირს კარგი შანსი აქვს საკუთარ მიზანს მიაღწიოს – ივლისის ბოლომდე იმდენი ვაქცინა მიიღოს, რომ მოსახლეობის 70%-ის ასაცრელად საკმარისი იყოს – აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიამ პოლონეთს გაერთიანების კანონების პირველობის აღიარებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაფოთის მერის პირველი მოადგილე საფეხბურთო გუნდ “კოლხეთი- 1913” ფეხბურთელებს შეხვდა