ევროკომისიამ, 1-ელი აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე ვადაში, წევრ ქვეყნებს ბუნებრივი აირის 15%-ით შემცირებისკენ მოუწოდა

ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს ბუნებრივი აირის 15%-ით შემცირებისკენ მოუწოდა, 1-ელი აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე ვადაში, რათა მათ ბუნებრივი აირის სრული შეწყვეტის შემთხვევაში ამასთან გამკლავება შეძლონ. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წევრი ქვეყანა რუსულ ბუნებრივ აირზე უფრო მეტად არის დამოკიდებული და შესაბამისად, შეფერხებების მიმართ უფრო დაუცველია, ყველა წევრი სახელმწიფო „დაზარალდება“, თუ ბლოკი ერთად ვერ იმოქმედებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა წევრმა ქვეყანამ წვლილი შეიტანოს დაზოგვაში, შენახვაში და მზად იყოს, რომ ბუნებრივი აირი გააზიაროს“, – განაცხადა ლაიენმა.

ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ ბუნებრივი აირის 15%-ით შემცირება უდრის დაახლოებით, 45 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ბლოკისთვის, რომ რუსეთთან ბუნებრივი აირის სრული შეწყვეტის შემთხვევაში „ზამთრის განმავლობაში უსაფრთხოდ იყვნენ“. კომისიის მიერ შეთავაზებული წინადადება 26 ივლისს, ენერგეტიკის საგანგებო სამიტზე, ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე იქნება განხილული.

ამასთან, ევროკავშირმა და მათმა დასავლელმა პარტნიორებმა რუსეთი ბუნებრივი აირის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულეს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ომის შესახებ “სიცრუის” გამოქვეყნების გამო, რუსეთმა Wikipedia-ს კანონდამრღვევი უწოდა
შემდეგი სტატიაუკრაინაში ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ