უკრაინაში ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ

ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები, იან ლიპავსკი და ალექსანდრ შალენბერგი კიევში ჩავიდნენ, – ინფორმაციას თავად მინისტრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

“ჩამოვედი კიევში, ვმგზავრობ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალექსანდრ შალენბერგთან ერთად. პირველად დიდი ხნის განმავლობაში კვლავ შევხვდი ჩვენს კოლეგებს უკრაინის საელჩოდან“, – წერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

იან ლიპავსკის მსგავსად, უკრაინაში ვიზიტის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგიც წერს.

“მოხარული ვარ, რომ კვლავ დავბრუნდი უკრაინაში ჩემს ძვირფას კოლეგასთან იან ლიპავსკისთან ერთად. შემაშფოთებელია იმის ხილვა, თუ რას უკეთებს რუსეთის აგრესიული ომი ამ ლამაზ ქვეყანას და მის ხალხს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას”, – წერს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიამ, 1-ელი აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე ვადაში, წევრ ქვეყნებს ბუნებრივი აირის 15%-ით შემცირებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაროგორც არ უნდა „დაალაგო“ “ფეიკი”, საბოლოოდ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს – მდინარაძე აშშ-ს საელჩოში მომხდარზე