ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცრილია

ევროკავშირში დაახლოებით 200 მილიონი ზრდასრულია სრულად აცრილი – ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. “ეს თითქმის 55%-ია” – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა საკუთარ “ტვიტერზე”. მან აღნიშნა, რომ ვაქცინაციის დიდმა მაჩვენებელმა შეიძლება კორონავირუსის ახალი შტამისგან დაიცვას ხალხი და გაჩნდეს იმის შანსი, რომ ეპიდემიის მორიგი ტალღა არ დაიწყოს.

10 ივლისს ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 70%-ის ასაცრელად საკმარისი მარაგი აქვს გაერთიანებას, რაც დაახლოებით 336 მილიონ ადამიანს ნიშნავს.

უკანასკნელი მონაცემებით, პირველი დოზა ვაქცინით მოსახლოების დაახლოებით 64,4%-ია აცრილი. როგორც დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის მიერ გავრცელებულ გრაფიკზეა ნაჩვენები, ვაქცინაციის პროცესი ყველაზე წარმატებით დასავლეთ და ჩრდილოეთ ვეროპაში მიმდინარეობს. ვაქცინაციის პროცესი ნელა მიდის რუმინეთსა და ბულგარეთში.

banner
წინა სტატიაშიდასავლეთ გერმანიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 175-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაგომელაური: “225-ე და 239-ე საჯაროდ ძალადობისკენ მოწოდება, ეს არის ერთ-ერთი მძიმე მუხლი”