ევროკავშირში სუპერკომპიუტერს შექმნიან, რომელიც მილიონი ევრო ეღირება

ევროკავშირში სუპერკომპიუტერი ექნებათ, რომელიც მილიარდი ევრო დაჯდება. შესაბამისი წინადადება ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს 28 სექტემბერს წარუდგინა. ევროკომისიის მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბერში ლუქსემბურგში ევროპის გამომთვლელი ცენტრი გაიხსნება. მის შექმნაში 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, მათ შორის, ნორვეგია, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის – გერმანული “დოიჩე ველე” წერს.
პროექტის რეალიზაციისათვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან 485 მილიონი ევრო შევიდა, 400 მილიონს გაერთიანების წევრი ქვეყნები გამოყოფენ, 400 მილიონს კი კერძო კომპანიები. ამ თანხებით ორ სუპერკომპიუტერს შეიძენენ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ხუთი კომპიუტერის რიცხვში იქნება.
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპიუტერი აშშ-შია, ივნისში მუშაობა დაიწყო მანქანამ, რომლის სახელია Summit-ი.

banner
წინა სტატიაშიჰაკერებმა Facebook-ზე 50 მილიონზე მეტი გვერდი გატეხეს
შემდეგი სტატიამერკელისა და ერდორანის შეხვედრის დეტალები