მერკელისა და ერდორანის შეხვედრის დეტალები

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საფრანგეთის, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრა დააანონსა, რომლის თემაც სირიის კონფლიქტის დარეგულირება იქნება – პარასკევს 28 სექტემბერს განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან ერთად პრეს-კონფერენციის მსვლელობისას. “ჩვენ ოთხმხრივ შეხვედრას მხარს ვუჭერთ” – ხაზგასმით აღნიშნა მერკელმა და დაამატა, რომ ანკარა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მნიშვნელოვან” ზომებს იღებს, რადგანაც სამ მილიონ სირიელ ლტოლვილს თავშესაფარი მისცა.

მოლაპარაკებებზე, კერძოდ, საუბარი იქნება იდლიბსა და სირიის ჩრდილო-დასავლეთში შექმნილ მდგომარეობაზე, სადაც 15 ოქტომბერს რუსეთ-თურქეთი ბუფერული ზონის შექმნას აპირებს ასადის არმიასა და ოპოზიციის პოზიციებს შორის. “თურქეთი რეგიონალურ საკითხებში სერიოზულ პასუხისმგებლობებს იღებს, კერძოდ, სირიის კრიზისთან მიმართებაში” – მერკელმა აღნიშნა – “დოიჩე ველე” წერს.

ამავე დროს, მერკელის თქმით, გერმანიასა და თურქეთს შორის “აზრის სერიოზული სხვაობა” ისევ არის – აქ მერკელმა თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები აღნიშნა. ასევე, მერკელმა აღნიშნა, რომ მან “დაჟინებით გაუწია რეკომენდაცია” ციხეებიდან გერმანიის მოქალქეების გაშვებას.

ერდორანმა, თავის მხრივ, გერმანიას ბრალი დასდო იმაში, რომ მის ტერიტორიაზე ქურთების მუშათა პარტიის ათასობით წევრი ცხოვრობს, რომელსაც აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის. ასევე, მან ბერლინს მოსთხოვა აკნარას გადასცეს ოპოზიციური გაზეთის Cumhurriyet თურქი რედაქტორი ჯანი დიუნდარი. ერდორანი, მერკელს დაემუქრა პრეს-კონფერენციის ჩაშლით, თუკი ჟურნალისტი მას დაესწრებოდა. ჯამში, ჟურნალისტმა გადაწყვეტილება მიიღო პრეს-კონფერენციას არ დასწრებოდა. ერდოღანმა, ასევე, მერკელს 68 პირის გადაცემა მოსთხოვა, რომლებიც, მისი თქმით გერმანიაში თურქულ სამართალს ემალებიან.

პრეს-კონფერენციაზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი გამოცემის ფოტოგრაფი, ადილ იიგიტი, რომელსაც მაისურზე ეწერა “სიტყვის თავისუფლება ჟურნალისტებისთვის თურქეთში”, დაცვამ დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. “არაფერი დამიშავებია” – ყვიროდა ფოტოგრაფი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში სუპერკომპიუტერს შექმნიან, რომელიც მილიონი ევრო ეღირება
შემდეგი სტატიაერაყში “მის ბაღდადი” მანქანაში ჩაცხრილეს