ევროკავშირში მოზარდებისთვის მეორე ვაქცინაც ხელმისაწვდომია

ევროპის წამლების სააგენტომ 12 წელს ზემოთ მოზარდებისთვის პრეპარატი “მოდერნაც” დაამტკიცა – ამის შესახებ რეგუალტორმა 23 ივლისს ამსტერდამში განაცხდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვაქცინის უპირატესობა მისი გამოყენების რისკებს აღემატება. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის კომისია მიიღებს, თუმცა, ის დიდი ალბათობით არ დაბლოკავს ვაქცინას.
2021 წლის მაისის ბოლოდან 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის მხოლოდ “ფაიზერი” იყო დაშვებული. თუმცა, გერმანიის ვაქცინაციის კომისია მიმდინარე მომენტში მის გამოყენებას მხოლოდ იმ ბავშვებს ურჩევს, რომლებიც ქრონიკული დაავადებით იტანჯებიან.

banner
წინა სტატიაშიცხინვალელებს ვლადიკავკაზში მგზავრობა ძვირი დაუჯდებათ
შემდეგი სტატიაგახარიას პარტია გორის მერად კოტე ანანიაშვილს წარადგენს