გახარიას პარტია გორის მერად კოტე ანანიაშვილს წარადგენს

საქმეები ისე მიდის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის შემდეგ ყველაზე ცხელი წერტილი გორი იქნება. თბილისში თუ ერთმანეთს ნაცები და ქოცები გაუმართავენ გადამწყვეტ ბრძოლას, გორში ერთმანეთს მმართველი პარტია და გახარია დაამტვრევენ თავ-პირს. რაღაც მაგიის წყალობით ყოფილ პრემიერს სტალინის მშობლიურ ქალაქში მაღალი რეიტინგი აქვს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გახარია გორში მერობის კანდიდატად კახა საბანაძეს დაასახელებდა. ეს უკანასკნელი სტალინის შემდეგ გორში ყველაზე მაღალი რეიტინგით სარგებლობს.

საბანაძეზე გავრცელებულმა ინფორმაციამ მმართველი პარტია დაშოკა. სასწრაფოდ დაიწყეს სათანადო კონკურენტის ძიება. არჩევანი ტიტულოვან ათლეტებზე გიორგი კანდელაკსა და ლადო ხინჩაგაშვილზე შეჩერდა. ბოლო ვერსიით, სასწორის  ხინჩაგაშვილისკენ გადაიხარა. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.

საბანაძეს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით შფოთვები ცრუ განგაში აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი გორში კოტე ანანიაშვილს წარადგენს მერობის კანდიდატად.
ეს უკანასკნელი საბანაძის ქვისლია. ის აჭარის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში მოზარდებისთვის მეორე ვაქცინაც ხელმისაწვდომია
შემდეგი სტატიახოშტარია: მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა – თბილისის მაჟორიტარები დაუთმოს სხვა პარტიის წარმომადგენლებს