ევროკავშირმა “ფაიზერთან” ახალი 1,8 მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა

ევროპის კომისიამ ფარმაკომოპანიებთან BioNTech და Pfizer მესამე კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 1,8 მილიარდი დოზა ვაქცინის მიწოდებას ეხება – ევროპული უწყების გვერდზე გამოქვეყნდა. ფარამკომპანიებმა აღნიშნული ვაქცინის მიწოდება 2021-2023 წლებში უნდა უზრუნველყონ.

“ეს შესაძლებელს გახდის შევიძინოთ 900 მილიონი დოზა არსებული ვაქცინა და ვაქცინები, ადაპტირებულები შტამებთან, დამატებით 900 მილიონი დოზის ყიდვის შესაძლებლობებთან ერთად” – ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
კონტრაქტის მოთხოვნაა, რომ ვაქცინის წარმოება ევროკავშირში მოხდეს და კომპანიას ძირითადი კომპიონენტებიც ევროკავშირიდან მოეწოდოს.

banner
წინა სტატიაშიბორჯომში გაფიცვა გრძელდება – პროტესტის მონაწილეები აქციისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი – თამარ ჟვანიას წინააღმდეგ განხორციელდა დაუსაბუთებელი შეტევა, ბულინგი