ბორჯომში გაფიცვა გრძელდება – პროტესტის მონაწილეები აქციისთვის ემზადებიან

კომპანია “ბორჯომის” ჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ. ცოტა ხნის წინ პროტესტის მონაწილეების ნაწილი ქალაქში ავტოკოლონებით დაიძრა, ისინი მოქალაქეებს 14:00 საათზე სოლიდარობის ნიშნად აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებენ.

მესამე დღეა თანამშრომლები მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ 14:00 საათზე ბორჯომის პირველი ქარხნიდან მეორე ქარხნამდე ფეხით მსვლელობას გამართავენ.

“თუ რომელიმე მხარემ არ დათმო ეს მოთხოვნები, ჩემი აზრით, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, ვერ შედგება მოლაპარაკება. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ შევხვდეთ გიორგი დიასამიძესთან ერთად, ბუნებრივია თვითონ არ სურთ დიასამიძე ჩვენ გვერდით იყოს, რომ ადვილად მოგვერიონ”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – აუცილებლად გაკეთდება საგამოძიებო კომისია, ოღონდ უკვე ჩვენი წესებით
შემდეგი სტატიაევროკავშირმა “ფაიზერთან” ახალი 1,8 მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა