ევროკავშირმა ირანს მოუწოდა სარაკეტო შეთანხმებას პატივი სცეს და წუხს აშშ-ს სანქციების გამო

ევროპულმა ქვეყნებმა ირანს მოუწოდეს 2015 წლის საერთაშორისო სარაკეტო შეთანხმებას პატივი სცეს და მწუხარება გამოთქვეს სანქციის გამო, რომელიც აშშ-მ დაუწესა თეირანს. გუშინ ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სარაკეტო შეთანხმების ნაწილიდან გამოვიდა.

“ჩვენ დიდი შეშფოთებით მივიღეთ განცხადება, რომელიც ირანმა გააკეთა ბირთვული რაკეტების შეთანხმებასთან დაკავშირებით” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. ქვეყნები ირანს მოუწოდებენ გააგრძელოს საკუთარი ვალდებულების შესრულება და თავი შეიკავოს ნებისმიერი ესკალაციისაგან.

ოთხშაბათს, ირანმა ბირთვული შეთანხმების ნაწილი შეაჩერა და უარი თქვა შეზღუდვებზე, რომელიც ურანის გამდიდრებასა და მძიმე წყალს ეხება – 8 მაისს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუხანიმა განაცხადა. ზუსტად ერთი წლის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრმაპმა თქვა, რომ ვაშინგტონი სარაკეტო შეთანხმებიდან გავიდა.

როუხანის განცხადებით, თეირანი 60 დღით შეწყვეტს მესამე ქვეყნებისთვის ურანისა და მძიმე წყლის მიყიდვას. ირანის ისლამური რესპუბლიკა, შეთანხმების თანახმად, ვალდებულია 300 კილოგრამზე მეტი პროდუქცია სხვა ქვეყნებს მიაწოდოს – “დოიჩე ველე” წერს.

თუკი ორი თვის მანძილზე გაერო და გერმანია ირანის ნავთობის დაცვას ვერ შეძლებენ აშშ-ს საბანკო სექტორებისგან, თეირანი კიდევ ორი პუნქტის შესრულებას შეწყვეტს – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომლის ადრესატები არიან ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი.

“თუკი ამ დროის მანძილზე ჩვენი ძირითადი ინტერესები, განსაკუთრებით, ნავთობის გაყიდვა და საბანკო სანქციების მოხსნა, მოგვარებული იქნება, ჩვენ უწინდელ პირობებს დავუბრუნდებით” – თქვა როუხანიმ. ასევე, მან დაამატა, რომ ირანს მოლაპარაკებების მაგიდა ჯერ არ დაუტოვებია და მზად არის დიალოგი გააგრძელოს.

banner
წინა სტატიაშიქართულმა ღვინის კომპანიამ ქინძმარაული პუტინის ფორმის თიხის ჭურჭელში ჩამოასხა
შემდეგი სტატიაფრანკფურტის აეროპორტში ფრენები უპილოტო საფრენი აპარატის გამო დროებით შეაჩერეს