ქართულმა ღვინის კომპანიამ ქინძმარაული პუტინის ფორმის თიხის ჭურჭელში ჩამოასხა

ქართულმა ღვინის კომპანიამ ქინძმარაული რუსეთის პრეზიდენტის ფორმის თიხის ჭურჭელში ჩამოასხა. ღვინოს კომპანია იბერია 50 ლარად ყიდის.

ქართული კომპანია რუსეთის პრეზიდენტის ფორმის ჭურჭელში ქინძმარაულს ასხამს და სუვენირის სახით ჰყიდის. მაღაზიაში, თითქმის, ყველა თაროზე დევს იოსებ სტალინის და საბჭოთა სიმბოლიკით ეტიკეტირებული ღვინის ბოთლები.

”იბერიის“ ხელმძღვანელი კი ამტკიცებს, რომ პუტინის ეტიკეტით ღვინოს არ აწარმოებენ. ვასილ სიდამონიძის განცხადებით, კომპანია სტალინის და საბჭოთა სიმბოლიკის ჭურჭელში ღვინოს მოგების მიზნით ასხამს.

banner
წინა სტატიაშიყიზილაჯლოში ერთ-ერთ ოჯახს 50 რქოსანი პირუტყვი დაეხოცა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა ირანს მოუწოდა სარაკეტო შეთანხმებას პატივი სცეს და წუხს აშშ-ს სანქციების გამო