ევროდეპუტატების ნაწილი ევროკავშირიდან რუსი დეპუტატების გაძევებას ითხოვს

ევროპარლამენტის დაახლოებით 70-მა დეპუტატმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს წერილით მიმართა, სადაც ისინი ბრიუსელიდან, ევროკავშირში აკრედიტებული რუსი დიპლომატების გაძევებას ითხოვენ. აქციის ინიციატორია ესტონელი ევროპარლამენტარი რიხო ტერასი. მისი თქმით, ამ ზომებით ევროკავშირი ჩეხეთს, რომელიც დიპლომატიური მისიის სახელით მყოფი დივერსანტებისგან დაზარალდა, სოლიდარობას გამოუცხადებს. “ბრიუსელში აკრედიტებულ რუს დიპლომატებს შორის უმეტესობა დაზვერვის წარმომადგენელია, მათი სახელები და გვარები ევროპის მთავრობამ უნდა იცოდეს. რადგანაც რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსმა აგენტებმა ევროპაში აფეთქება მოაწყვეს, რომლის შედეგად ევროკავშირის წევრი ქვეყნის ორი მოქალაქე გარდაიცვალა, ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ თავები ვაქნიოთ, ასეთ მოქმედებას გადამწყვეტი ნაბიჯებით უნდა ვუპასუხოთ” – ტერასმა განაცხადა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჟოზეფ ბორელი წამოაყენებს რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ ინიციატივას, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ევროკავშირის საბჭო მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიმოსახლეობამ ნეშტების უსაფრთხო ადგილზე გადასვენება დაიწყო – ვითარება რიონის ხებაში
შემდეგი სტატიააშშ-ში მხარს უჭერენ პუტინისა და ბაიდენის შეხვედრას