მოსახლეობამ ნეშტების უსაფრთხო ადგილზე გადასვენება დაიწყო – ვითარება რიონის ხებაში

რიონის ხეობაში სოფლების დაცლის პროცესი დაიწყო, სოფლებს, რომლებსაც მალე “ნამახვანჰესის” მშენებლი თურქული კომპანია “ენკა” წყლით დატბორავს მოსახლეობა ტოვებს, საფლავებიდან კი ნეშტებს უსაფრთხო ადგილზე ასვენებენ.

ადგილობრივები კომპანიას მოუწოდებენ შეჩერდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, ხელისუფლების წევრებს კი ადგილზე ჩასვლისკენ მოუწოდებენ.

“ცოცხლებს შეგვეხო, შეგვეხო, მაგრამ, მიცვალებულებს რომ საფლავში არ ვაყენებთ ამას რა სახელი ვუწოდო, არ ვიცი ფატიურად იქამდეც არ იციდიან, იქნებდა ჩვენ დავუმტკიცოთ ხელისუფლებას და კომპანიასაც, რომ ისინი უკანონოდ აპირებენ ხეობაში დამკვიდრებას და პროექტის განხორციელებას. მერე რას იზამენ, ამ საფლავებს უკან დააბრუნებენ?! ამაზრდენია რაც ხდება”, – თქვა რიონის ხეობის მცველმა, მაკა სულაძემ.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, თუ საფლავები არ დაიტბორება იქამდე მისვლას ადგილობრივები მაინც ვეღარ შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო – დიპლომატზე თავდასხმა არის თავდასხმა, ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს
შემდეგი სტატიაევროდეპუტატების ნაწილი ევროკავშირიდან რუსი დეპუტატების გაძევებას ითხოვს