ეუთო: რუსეთის საპარლამენტო არჩევნები მრავალი დარღვევით გაიმართა

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები მრავალი დარღვევით გაიმართა. ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა, სადამკვირვებლო მისიის კოორდინატორმა ილკა კანერვამ განაცხადა. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, არჩევნებმა არ შესთავაზა ამომრჩეველს რეალური პოლიტიკური ალტერნატივა.

როგორც ილკა კანერვამ განაცხადა, ხმის მიცემის პროცედურაზე ნეგატიურად აისახა მოქალაქეების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა და სახელმწიფო მედია. მისი თქმით, რუსეთში საჭიროა მეტი სივრცე პოლიტიკური დებატებისთვის.

ამავე დროს, ილკა კანერვამ აღნიშნა, რომ გამართუ; არჩევნებზე ეუთო-ს მიერ შეინიშნებოდა გამჭვირვალეობის დონის ზრდა.

რუსეთში გამართულ არჩევნებს ეუთო-ს 500-მდე დამკვირვებელი ადევნებდა თვალს. აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს დამკვირვებლები არ გაუგზავნია ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ დუმის არჩევნებზე,

წინასწარი შედეგებით, რუსეთის მმართველმა პარტიამ “ედინაია რასიამ” ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა და დუმაში რეკორდული რაოდენობის – 343 დეპუტატს შეიყვანს. პარლამენტის ქვედა პალატაში ასევე მოხვდნენ კომუნისტური პარტია, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია და “სპრავედლივაია რასია”. არასაპარლამენტო პარტიებიდან ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერავინ გადალახა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) გუზაბ სანიკიძე: არ მოველოდი ბიძინასგან ასეთ სიმჩატეს
შემდეგი სტატია“ვგრძნობ ვალდებულებას და ვფიქრობ, რომ კიდევ დავეხმარები საზოგადოებას, რათა სწორი არჩევანი გავაკეთოთ”