“ვგრძნობ ვალდებულებას და ვფიქრობ, რომ კიდევ დავეხმარები საზოგადოებას, რათა სწორი არჩევანი გავაკეთოთ”

ჩვენ ცოტანი ვართ და ერთი მიმართულებით ვიღვაწოთ ყველამ. რაღაც ძირითად ფასეულობებზე შევთანხმდეთ – ჩვენ გვინდა ევროპა, ევროატლანტიკური სივრცე კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ, ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში.

როგორც ბიძინამ აღნიშნა ფიქრობს, რომ მას ამ მიმართულებით გარკვეული როლის შესრულება შეუძლია.

„რა მაწუხებს? წავიდე და ვიცხოვრო? მე ადრე ბევრი პროექტი მქონდა გაკეთებული და კაციშვილი არ მიცნობდა. არც რეგიონებში სიარული მანიჭებს სიამოვნებას. საჯარო ცხოვრება არ არის ჩემი მოწოდება, მაგრამ ვგრძნობ ვალდებულებას და ვფიქრობ, რომ კიდევ დავეხმარები საზოგადოებას, რათა სწორი არჩევანი გავაკეთოთ, სწორი მიმართულებით განვვითარდეთ. სულ ეს არის, ეს მაწუხებს. როდესაც საქმეს ვაკეთებდი, კინაღამ ქვეყანა თავზე დამანგრიეს და ჩემ გაკეთებულსაც დაანგრევდნენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, თავის დროზეც ვინმესთვის საჩვენებლად არ უთქვამს, რომ პოლიტიკა მისი მოწოდება არ იყო. „მაგრამ როცა ქვეყანას გაუჭირდა, თავს უფლება ვერ მივეცი, რომ არ გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე“.

“დღეს მოქალაქის სტატუსით ვხვდები ხალხს და ჟურნალისტებს. რატომ ვხვდები მედიას და რა როლში ვხვდები. ხომ მობრძანდით თქვენ? ესე იგი საინტერესო პიროვნება ვარ, თორემ არ მოხვიდოდით. ყველა ვერ მოაგროვებდა ამდენ ჟურნალისტს. ჩემდამი ინტერესი არის, ესე იგი საზოგადოების ნდობა არის. მე დღეს მოქალაქე გახლავართ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეუთო: რუსეთის საპარლამენტო არჩევნები მრავალი დარღვევით გაიმართა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ნაყოფია მოსახლეობას წარუდგინეს