ეთიოპიური Boeing 737 Max 8 შესაძლოა ჩიტთან ან უცხო სხეულთა შეჯახების გამო ჩამოვარდა

ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავი Boeing 737 Max 8, შესაძლოა მარტში აფრენიდან რამდენიმე წუთში სენსორის დაზიანების გამო ჩამოვარდა, რომელიც შეჯახებამ გამოიწვია – 4 აპრილს ამერიკული ABC News-ი ავრცელებს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებმაც ეს თემა ექსპერტებთან ერთად განიხილეს. სპეციალისტების თქმით, სენსორი უცხო სხეულთან ან ჩიტთან შეჯახების შემდეგ დაზიანდა, რამაც შეცდომით გაააქტიურა სისტემა MCAS, რომლის გამოც თვითმფრინავის ცხვირი დაბლა დაეშვა და კატასტროფა მოხდა.

ექსპერტების თქმით, თვითმფრინავის პიკში ყოფნის დროს მფრინავებს არ უცდიათ მისი ცხვირი ელექტრონულად აეწიათ მანამდე, სანამ უკანა მხარის ელექტრო კვებას გამორთავდნენ, როგორც Boeing-ის ინსტრუქციაშია მოთხოვნილი. ერთ-ერთი წყაროს თქმით, მფრინავები ხელით შეეცადნენ საჭის დახმარებით თვითმფრინავის ცხვირის აწევას. ამის შემდეგ ელექტროსისტემის მიწოდება აღდგა, მაგრამ გააქტიურდა სისტემა MCAS. ამ დროს უკვე კონტროლის აღდგენა შეუძლებელი იყო – “დოიჩე ველე” წერს.

თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ, რომელიც აფრენიდან რამდენიმე წუთში მოხდა, 157 მგზავრი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშინასამ მთვარეზე ხალხის გამგზავრება Falcon Heavy-ს ანდო
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: 2006 წელს საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კატეგორიული გაფრთხილება