ესტონეთის ორი მოქალაქე რუსეთის სასარგებლოს ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს

ესტონეთის ორ მოქალაქეს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სახელმწიფოს ღალატისთვის და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის – 11 თებერვალს დენის მეტსავასსა და მის მამას პეტრე ვოლინს 15,5 წლით ციხე მიუსაჯეს – “დოიჩე ველე” წერს.
სასამართლომ დაადგინა, რომ მეტსავასი ათ წელზე მეტი, მისი მამა კი – ხუთი წლის მანძილზე იყვნენ აგენტები. მეტსავასი ესტონეთის შეიარაღებულ ძალებში 1998 წლიდან მსახურობდა. მისი მამა საბჭოთა კავშირის დროს უშიშროებაში მუშაობდა. მამაკაცები 2018 წლის სექტემბერში დააპატიმრეს.

banner
წინა სტატიაშისოხუმის სკოლაში მოსწავლეს H1N1 აღმოაჩნდა
შემდეგი სტატიარუსეთი ჩრდილოეთ კორეას 50 ტონა ხორბალს აჩუქებს