სოხუმის სკოლაში მოსწავლეს H1N1 აღმოაჩნდა

ოკუპირებულ სოხუმში დაწყებითი კლასის მოსწავლეს ღორის გრიპი აღმოაჩნდა – ინფორმაცია 11 თებერვალს ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. იანვრის ბოლოს აფხაზეთში ღორის გრიპის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა. დაახლოებით ერთი თვის წინ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოსთან დროებითი-სასაზღვრო პუნქტი გრიპის ვირუსის გამო დაკეტა.

banner
წინა სტატიაში,,უვადოდ მოსამართლეთა არჩევის თაობაზე ცხრა დეპუტატის კანონპროექტმა სულ მცირე კონსტიტუციურობის ტესტი უნდა ჩააბაროს”
შემდეგი სტატიაესტონეთის ორი მოქალაქე რუსეთის სასარგებლოს ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს