ესპანეთში სამი უკრაინელი 18 ტონა ჰაშიშით დააკავეს

ესპანეთში ნარკოგადაზიდვის ოპერაციის მსვლელობისას სამი უკრაინელი მეზღვაური დააკავეს, რომლებიც პანამის დროშის ქვეშ მუშაობდნენ. გემი ALBATROS GUARD VSL ოთხი თვის განმავლობაში ნარკოტიკების გადაზიდვაში იყო ეჭვმიტანილი. გრან-კანარიზე დაკავებულ გემზე 18 ტონა ჰაშიში აღმოაჩინეს. დაკავებულების ნათესავების თქმით, მესაზღვრეების გამოჩენამდე ALBATROS GUARD VSL-სთან უცნობი გემი მივიდა, საიდანაც ბორტზე უცნობი ტვირთი გადაიტანეს. ამის შემდეგ გემის მეპატრონეებისგან მიიღეს შეტყობინება, რომ ტვირთი პორტში მიეტანათ. მეზღვაურები ამბობენ, რომ მათ არ იცოდნენ რა იყო ტომრებში – უკრაინული მედია წერს.
უკრაინელი მესაზღვრეები სასამართლოს ელოდებიან.
უკრაინის პროფკავშირი მეზღვაურებს აფრთხილებს, რომ კარგად გადაამოწმონ დამსაქმებლის ისტორია.

banner
წინა სტატიაშიბაკურ თვრინელის ნამუშევრები გერმანულ PURPLEHAZE-ში
შემდეგი სტატიამარინა კალიურანდი – ვიმედოვნებთ, პოლიტიკური კრიზისი მალე დასრულდება და საქართველო შეძლებს, გაუმკლავდეს ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებს