ესპანეთში ფრანკოს ნეშთის გადასენებას აპირებენ

ესპანეთის მთავრობამ ქვეყნის ყოფილი ლიდერის ფრანსისკო ფრანკოს ნეშთის გადასვენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებას ათობით წლის განმავლობაში როგორც საზოგადოებაში, ასევე, მთავრობაში დავა უძღოდა წინ. დოკუმენტის ძალაში შესასვლელად მას პარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი.
ფრანკო დასაფლავებულია დაცემულთა ველზე, რომელიც მადრიდთან არსებული კომპლექსია. ის თავად დიქტატორის ბრძანებით შენდებოდა 1936-1939 წლების სამოქალაქო ომის შემდეგ. ველზე დასაფლავებულია 34 ათასი მეომარი.

როგორც პარასკევს ესპანეთის ვიცე-პრემიერმა კარმენ კალვომ განაცხადა, ფრანკოს დაცემულთა ველზე დასაფლავება მშვიდობის უპატივცემულობას ნიშნავს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, რომელიც მთავრობაში ივნისში მოვიდა, ადრე განაცხადა, რომ ფრანკოს სხვა ადგილზე დასაფლავება ესპანელების შერიგებას და მათი წარსულისადმი დამოკიდებულების შეცვლას შეუწყობს ხელს.

სანჩესის მთავრობა, ასევე ე.წ. “სიმართლის კომისიის” შექმნას გეგმავს, რომელიც, სამოქალაქო ომის დროს გარდაცვლილთა რაოდენობას შეისწავლის და შექმნის რეპარაციის ახალ სისტემას – “ბიბისი” წერს.

“დაცემულთა ველი” 1940-59 წლებში სენდებოდა პოლიტიკური პატიმარი-რესპუბლიკელების მიერ.
2007 წელს ესპანეთმა ისტორიული მეხსიერების შესახებ კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც აპირებდნენ დაცემულთა ველი ფრანკიზმის მსხვერპლთა მემორიალად გადაეკეთებინათ, თუმცა, პროექტის რეალიზაცია სოციალისტების მიერ პარლამენტში უმრავლესობის დაკარგვის გამო შეჩერდა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგმირი, მოთამაშე, მომლაპარაკებელი-ვინ იყო ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი