გმირი, მოთამაშე, მომლაპარაკებელი-ვინ იყო ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ვიეტნამის ომის გმირი იყო, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი გახდა. საკუთარი კონსერვატიზმის გამო, მაკკეინი რეგულარულად დაობდა თანამებრძოლებთან რესპუბლიკური პარტიიდან. მას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკისადმი შეუგუებელი პოზიცია ჰქონდა.

2017 წელს მაკკეინმა განაცხადა, რომ მოსკოვი საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის იმაზე სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს, ვიდრე “ისლამური სახელმწიფო”.

უნდა აღინიშნოს,რომ სენატში მაკკეინს კარგი მომლაპარაკებლის რეპუტაცია ჰქონდა – ადამიანის, რომელიც მზად არის კომპრომისზე წავიდეს, საერთო პრობლემის გადასაწყვეტად. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელი იყო, მაკკეინი რჩევებით ეხმარებოდა დემოკრატ ბარაკ ობამას და მკვეთრად აკრიტიკებდა თავის თანაპარტიელ დონალდ ტრამპს.

ჯონ სიდნეი მაკკეინი 1936 წლის 29 აგვისტოს ავიაბაზა “კოკო-სოლოში” დაიბადა, რომელიც პანამის არხის ტერიტორიაზე მდებარეობს. შეიძლება ითქვას, რომ ფლოტში მსახური მაკკეინს სისხლში ჰქონდა. მისმა ბაბუამ და მამამ წარმატაბული კარიერა შექმნეს და ადმირალები გახდნენ .

ჯონ მაკკეინის მამა სამსახურის გამო ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილებს, ამიტომაც, ჯონმა რამდენიმე სკოლა გამოიცვალა, შემდეგ კი აშშ-ში ანაპოლისის სამხედრო-საზღვაო აკადემიაში ჩააბარა, მერილენდის შტატში, სადაც თავი გამოიჩინა, როგორც ლიდერმა და ადამიანმა, რომელიც არავის ავტორიტეტს არ აღიარებდა. თუკი საგანი ახალგაზრდა მაკკეინისთვის მოსაბეზრებელი იყო, ის მას მხოლოდ იმ დონეზე სწავლობდა, რომ დაბალი შეფასება არ მიეღო. აკადემია ისე დაამთავრა, რომ თავისი კლასიდან ყველაზე ცუდი შეფასებები ჰქონდა.
ამის შემდეგ ჯონ მაკკეინი ფლორიდას შტატში, ქალაქ პენსაკოლაში გადადის საცხოვრებლად, რომელსაც საზღვაო ავიაციის აკვანს უწოდებენ. ორ წელიწადნახევარში  მან  მფრინავობა ისწავლა და დღესასწაულების მეფის რეპუტაცია შეიძინა.როგორც სენატორის თანამსახურნი იხსენებენ, მაკკეინისგან კარგი მფრინავი არ დამდგარა,სწავლის პერიოდში მისი თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა, რის გამოც თავდაჯერებული და დაუდევარი ადამიანის რეპუტაცია შეიძინა. მფრინავი მაკკეინი თითქოს, ყოველთვის შესაძლებლობების ზღვარს სწავლობდა ყვებიან მაკკეინის თანამსახურნი.

სწავლის შემდეგ მაკკეინი თავდამსხმელი “სკაირაიდერის” მფრინავი გახდა. აფრენის შემდეგ გამანადგურებელი, რომელიც ხმელთაშუაზღვიდან აფრინდა, ესპანეთის ტერიტორიაზე ელექტრობოძებს დაეჯახა. ავარიამ ელექტროსისტემის გათიშვა გამოიწვია.

1967 წელს მაკკეინს რეკომენდაცია მისცეს ავიამზიდ “ფორესტოპზე”, რომელიც სამხედრო ოპერაცია “ელ-ჭექის გაფანტვაში” მონაწილეობდა. მისი დანიშნულება იყო ჩრდილოეთ ვიეტნამის მუდმივი დაბომბვა. ცნობილი “ფორესტოლის” ბორტზე მომხდარი ხანძრის შედეგად, რომლის მსხვერპლი 134 ადამიანი გახდა, მაკკეინი სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა, მიიღო ტრამვები. გამოჯანმრთელების შემდეგ ის სხვა ავიამზიდზე “ორისკანიზე” გადაიყვანეს.
1967 წლის 27 ოქტომბერს მაკკეინის თვითმფრინავი ხანოისთან ჩამოაგდეს. თვითონ კატაპულტირება მოახერხა, თუმცა, მოტყდა ორივე ხელი და ფეხი. ის ჩრდილოეთ ვიეტნამელმა მებრძოლებმა იპოვეს. მაკკეინს თავდაპირველად სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ, შემდეგ კი დაკითხვებზე აწამებდნენ. მაკკეინის ცემა მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს, როცა გაიგეს, რომ ის ადმირალის შვილი იყო. 1968 წელს ის კამერაში მარტო ჩაკეტეს, სადაც ორი წელი გაატარა.

როცა ჯონის მამა ვიეტნამში ამერიკული ჯარის სარდალი გახდა, მაკკეინ-უმცროსის განთავისუფლება შესთავაზეს, რომ შემდეგ ეს ჩრდილოეთ -ვიეტნამურ პროპაგანდაში გამოეყენებინათ.  მაკკეინმა უპასუხა, რომ ტყვეობაში იქამდე დარჩებოდა, სანამ ყველა ამერიკელი ტყვეს არ გაათავისუფლებდნენ. ამის შემდეგ მის მიმართ სასტიკი წამება აღადგინეს. ნაცემმა და დატანჯულმა მაკკეინმა თვითმკვლელობაც სცადა. მან ტყვეობაში ხუთწელიწადნახევარი გაატარა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მაკკეინმა გაიგო, რომ მისი ცოლი კეროლი ავტოკატასტროფაში დაშავდა. 1980 წელს ის ხელახლა ქორწინდება მასწავლებელ სინდი-ლუ ჰენსლიზე.

 

1981 წელს ჯონ მაკკეინმა ფლოტში კარიერა დაასრულა ,რის შემდეგაც არიზონას შტატის წარმომადგენლობით პალატაში პირველად აირჩიეს. ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის კურსის და საბჭოთა კავშირისადმი მკაცრი პოლიტიკის მომხრე იყო.

1984 წელს ხელახლა არჩევის შემდეგ მაკკეინი დააწინაურეს: მას პალატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტში დაუძახეს. 1987 წელს პოლიტიკოსი არიზონას შტატიდან ამერიკის კონგრესის უმაღლესი პალატის წარმომადგენელი გახდა. სამხედრო ბიოგრაფიამ მაკკეინს საშუალება მისცა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მუშაობაში მიეღო მონაწილეობა.

სამხედრო საქმეების გარდა, მაკკეინ-უმცროსმა შეძლო პარლამენტში გაეტანა კანონი, რომელიც ამერიკელებს უფლებას მისცემდა კაზინოებში გამოემუშავებინათ ფული .ჯონ მაკკეინს არ ეშინოდა საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ წასულიყო. მაგალითად, მან ორჯერ დაუჭირა მხარი კანდიდატებს, რომლებიც პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებად დაასახელა. მაკკეინი თვლიდა, რომ ეს ადამიანები უფრო კარგად შეასრულებდნენ საქმეს.

1999 წელს მაკკეინმა განაცხადა, რომ სურს გახდეს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან. ის ისტაბლიშმენტს დაუპირისპირდა, რომელსაც ტეხასის გუბერნატორი ჯორჯ ბუშ-უმცროსი წარმოადგენდა.
2000 წლის მარტში პრაიმერიზე დამარცხების შემდეგ მაკკინი დანებდა. სენატორი ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა პრეზიდენტ ბუშს. მაგალითად, ის იყო ერთ-ერთი იმ ორი რესპუბლიკელთაგანი, რომლებმაც გადასახადების შემცირებას მხარი არ დაუჭირეს.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მაკკეინმა ავღანეთსა და ერაყში სამხედრო ოპერაციას თავდაპირველად დაუჭირა მხარი, თუმცა, როცა ერაყში საომარი მოქმედებები გაგრძელდა, მაკკეინმა ბუშის ადმინისტრაციის სტრატეგიის ეფექტურობაზე ეჭვი გამოთქვა.
2007 წელს მაკკეინმა გააოცა ყველა, ხელახლა გამოთქვა პრეზიდენტობის კანდიდატობაზე სურვილი და თანამებრძოლად ალიასკის გუბერნატორი სარა პეილინი დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ პეილინი კარგი არჩევანი იყო, მისმა რამდენიმე ინტერვიუმ ამერიკელებს ეჭვი გაუჩინა მის კომპეტენციაში, რამაც რესპუბლიკელების მთელ წინასაარჩევნო კამპანიაზე ცუდად იმოქმედა.
გარდა ამისა, ჯორჯ ბუშ-უმცროსის რვაწლიანი მმართველობის განმავლობაში ხალხი დაიღალა რესპუბლიკელების საშინაო და საგარეო კურსისგან.

ჯამში, მაკკეინმა ბარაკ ობამასთან წააგო. თუმცა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ყოფილი მოწინააღმდეგები, მეგობრები გახდნენ – ობამა მაკკეინს ხშირად მიმართავდა რჩევებისთვის. მიუხედავად, ამისა, მაკკეინი ობამას ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა. კერძოდ, ის თვლიდა, რომ ეკონომიკის სტიმულირებისათვის გაწეული ხარჯები ქარისთვის გატანებული ფინანსები იყო.

2010 წელს მაკკეინი სენატში ხელახალ აირჩიეს. ამ დროისთვის ის აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი გახდა.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან სერიოზული ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დონალდ ტრამპი არ არის პრეზიდენტობისათვის შესაფერისი კანდიდატი, მის მომხრეებს კი “შეშლილები” უწოდა.

პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობა უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა მაკკეინის სამხედრო დამსახურებებზე ეჭვი გამოთქვა.

“ის სამხედრო გმირია. რატომ იყო ტყვეობაში? მე ის ხალხი მომწონს, ვინც ტყვედ არ ვარდებოდა” – განაცხადა დონალდ ტრამპმა მაკკეინზე.

2016 წლის ოქტომბერში მაკკეინმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის ტრამპს მხარს არ უჭერს. 2017 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნე აღმოუჩინეს. ტრამპმა მაკკეინს გამოჯანმრთელება უსურვა.

“მე მოვუსმენ ნებისმიერ იდეას, წინადადებას, რომელიც პატიოსანი მიზნებისთვის და პრობლების გადაწყვეტისკენ არის მიმართული” – თქვა ერთხელ ჯონ მაკკეინმა.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში ფრანკოს ნეშთის გადასენებას აპირებენ
შემდეგი სტატიაგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯს მიესალმება