ესპანეთის მთავრობამ კატალონიელი პოლიტიკოსები შეიწყალა

ესპანეთის მთავრობამ პატიმრობაში მყოფი კატალონიელი პოლიტიკოსები შეიწყალა, რომლებმაც 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩაატარეს.
2019 წელს ათი კატალონიელი ლიდერს აჯანყებისკენ მოწოდებების გამო თავისუფლება აღუკვეთეს.
შეწყალების საკითხმა ესპანეთში დავა გამოიწვია. მიმდინარე თვეში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად აქციაზე.

ესპანეთის პრემირ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გუშინ თქვა, რომ სამშაბათს მისი მთავრობა პატიმრობაში მყოფ კატალონიელ ლიდერებს შეიწყალებს და ეს იქნება პოლიტიკური კონფლიქტის შეწყვეტისკენ გადადგული ნაბიჯი. “დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცხრა ადამიანის ციხიდან განთავისუფლება… ეს მკაფიო შეთანხმებაა” – სანჩესმა თქვა ორშაბათს ბარსელონაში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც კატალონიის სამოქალაქო საზოგადოების დაახლოებით 300 წარმომადგენელი იყო შეკრებილი.
“კატალონია, კატალონიელებო, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ” – სანჩესმა კატალონიურად მიმართა შეკრებილებს.
საზოგადოებრივმა კვლევებმა აჩვენა, რომ ესპანელების 60% პოლიტიკოსების განთავისუფლების წინააღმდეგია. ისინი 2017-2018 წელს არასანქცირებული რეფერენდუმის ჩატარების გამო დააპატიმრეს.

სანჩესი იმაზე აკეთებს გათვლას, რომ პოლიტიკური ავანტიურის დასრულების ხანა მოვიდა, რომელმაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი უნდა დაასრულოს”. “ჩვენ იმედი არ გვაქვს, რომ ისინი, ვინც დამოუკიდებლობისკენ მიილტვიან, საკუთარ აზრებს შეიცვლიან, არამედ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათ ესმით, რომ კანონის წინააღმდეგ გზა არ არსებობს” – დაამატა სანჩესმა. პოლიტიკოსების განთავისუფლების მიზანი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში დაძაბულობის მოხსნა და კატალონიის ხელისუფლებასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების დაწყებაა.

banner
წინა სტატიაში„უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ქეისი წარმოადგენს მძიმე შემთხვევას, თუმცა ცენტრალურ ხელისუფლებას ახსოვს ამაზე მძიმე შემთხვევებიც და ყველა უკანონო პატიმრობა დასრულდა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლებით“
შემდეგი სტატიამერკელმა ზელენსკი ბერლინში დონბასის თემაზე სასაუბროდ დაპატიჟა