მერკელმა ზელენსკი ბერლინში დონბასის თემაზე სასაუბროდ დაპატიჟა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში ბერლინში დაპატიჟა. ვიზიტი უკრაინა-გერმანიის ორმხრივ საკითხებსა და დონბასში პროცესების მშვიდობიანად დარეგულირების შესახებ იქნება. “ტვიტერში” ზელენსკიმ დაწერა, რომ ვიზიტი 12 ივლისს შედგება.

გარდა ამისა, ვლადიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერი უკრაინაში დაპატიჟა დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით.
როგორც გავრცელდა, ანგელა მერკელმა ზელენსკის გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის 80 წლისთავთან დაკავშირებით დაურეკა. საუბარში მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანელების დანაშაულებები, რომლის შედეგადაც მილიონობით ადამიანები დაიღუპნენ უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსსა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, არასდროს მიეცემა დავიწყებას.

დღესვე, მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს დაურეკა – კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიესპანეთის მთავრობამ კატალონიელი პოლიტიკოსები შეიწყალა
შემდეგი სტატია1941 წლის 22 ივნისი – გერმანიის პრეზიდენტმა “დედა-სამშობლოს” თაიგულით შეამკო