ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა

ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. იახტა 140 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, ის ბარსელონას პორტში დგას და „როსტექნოლოგის“ ხელმძღვანელს, ოლიგარქ სერგეი ჩემეზოვს ეკუთვნის.

„დღეს ჩვენ დავაკავეთ იახტა, რომელიც ეკუთვნის პუტინთან დაახლოებულ ერთ-ერთ ოლიგარქს. ვსაუბრობთ იახტაზე, რომლის ღირებულება ყველაზე მინიმალური დათვლებით 140 მილიონ დოლარს შეადგენს“,- განაცხადა ესპანეთის პრემიერ -მინისტრმა პედრო სანჩესმა.

როგორც ესპანეთის მთავრობის მეთაურმა განმარტა, ქვეყნის მასშტაბით კიდევ იგეგმება იახტების დაკავება, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

banner
წინა სტატიაშიმეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთი, კახა ბაკაშვილი ბრალს აღიარებს
შემდეგი სტატიარუსმა სამხედროებმა ნაღმსატყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს გოსტომელიდან ევაკუირებულ ადამიანთა კოლონას