რუსმა სამხედროებმა ნაღმსატყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს გოსტომელიდან ევაკუირებულ ადამიანთა კოლონას

რუსმა სამხედროებმა ნაღმსატყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს გოსტომელიდან ევაკუირებულ ადამიანთა კოლონას, რის შედეგადაც ერთი ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ორი მამაკაცი დაიჭრა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გოსტომელიდან ევაკუაცია ორ ეტაპად განხორციელდა.

10 ავტობუსისგან შემდგარმა პირველმა კოლონამ, რომელიც ძირითადად შედგებოდა ბავშვების, დედების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისგან, წარმატებით მიაღწია დანიშნულების ადგილს.

4 ავტობუსისგან შემდგარ კიდევ ერთ კოლონას კი, რუსმა ჯარებმა ნაღმსატყორცნებიდან ესროლეს“, – ნათქვამია უკრაინის ეროვნული პოლიციის გავრცელებულ განცხადებაში.

დაბომბვის შედეგად ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლი დაშავდა.

ასევე კოლონაში ცეცხლის ქვეშ მოექცა მანქანა, რომელშიც წყვილი იჯდა. ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

გოსტომელში, სადაც ომის პირველივე დღიდან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, ოკუპანტებმა ადგილობრივების მძევლად აყვანა დაიწყეს.

banner
წინა სტატიაშიესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა
შემდეგი სტატიადმანისის თეატრის წლიური ბიუჯეტი 26 000 ლარიდან 408 462 ათას ლარამდე გაიზარდა