ესპანელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

ესპანელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. სპეცოპერაცია ალგეცირას პორტში ჩატარდა. ძალოვანებმა პორტში წყვილი აიყვანეს, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვთან ერთდ მაროკოში გამგზავრებას აპირებდნენ. დაკავებულები წარმოშობითაც მაროკოელები არიან. გამოძიების ინფრომაციით, ისინი ისლამურ სახელმწიფოში ახალი წევრების გადაბირებაზე მუშაობდნენ. დაკავებულების სახლში ძალოვანებმა, ჩხრეკის შედეგად, დიდი რაოდენობით ისლამური სახელმწიფოს სააგიტაციო ლიტერატურა და იარაღი ამოიღეს.

შინაგან საქმეთა უწყების ცნობით, წყვილმა ესპანეთიდან გამგზავრების გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო, რადგან დაკავებული მამაკაცის ძმა თვითმკვლელი ტერორისტი აღმოჩნდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი აფეთქების დროს დაიღუპა, თუმცა რომელ ტერაქტზეა ლაპარაკი და სად აიფეთქა მან თავი, გამოძიება არ აკონკრეტებს.

banner
წინა სტატიაშიიაპონიაში გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა-სტიქიის ზონაში განმეორებითი ბიძგები გრძელდება
შემდეგი სტატია,,რუსეთის გააქტიურებული პროპაგანდა იმის მანიშნებელია, რომ ევროკავშირმა საქართველოს მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს”