იაპონიაში გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა-სტიქიის ზონაში განმეორებითი ბიძგები გრძელდება

იაპონიაში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით ორივე მიწისძვრის შედეგად 41 ადამიანია დაღუპული, აქედან 32 ადამიანი ქალაქ კუმამოტოში დაიღუპა, სადაც 7 მთელი სამი მეათედი მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა. აქ დაშავებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა.

სეისმოლოგები აცხადებენ, რომ განმეორებითი ბიძგები სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება და უკვე 358 რყევაა დაფიქსირებული. შეშინებული მოსახლეობა შენობებში შესვლაზე უარს აცხადებს და ღამეებს ღია ცის ქვეშ ათევს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ახალგაზრდა გოგო მერვე სართულიდან გადმოვარდა
შემდეგი სტატიაესპანელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს