კუშანაშვილი უფულობის გამო უკრაინაში შეშვებას ითხოვს

რუსმა ჟურნალისტმა ოთარ კუშანაშვილმა უკრაინის უშიშროების სამსახურს და შსს-ს მიმართა და სთხოვა, რომ ქვეყანაში შეუშვან, რადგანაც ძალიან სჭირდება ფული. შესაბამისი განცხადება მან დღეს, 11 მაისს გამოაქვეყნა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
“ნაბიჭვრები, ძალიან მჭირდება ფული, რა ბარიკადები, თქვენი დედაც” – დაწერა კუშანაშვილმა.
შსს-ს და უშიშროების სამსახურებისადმი მიმართვის ტექსტი დასათაურებულია ასე : “პატარა ადამიანის დრამა”. თხოვნაში ის წერს: “გაფურჩქვნის ასაკში რუსეთში სამსახურის უფლებას არ მაძლევებ, რადგანაც უკრაინა მიყვარს”.

28 მარტს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა, რომ კუშანაშვილს ქვეყანაში შესვლა 3 წლით აეკრძალა.
იმავე დღეს პეტრე პოროშენკოს ბლოკის წევრმა განაცხადა, რომ კუშანაშვილი არსენ იაცენიუკის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო, ქვეყანაში არ უნდა შეუშვან. ერთ-ერთ რუსულ არხზე რუსმა ჟურნალისტმა უკრაინის მაშინდელ პრემიერზე თქვა: “ვფიქრობ, რომ ქვეყნის პრემიერის, სადაც წასვლას ვაპირებ, მხოლოდ ერთი მზერაც საკმარისია იმისათვის, რომ დავასკვნა, რომ ფსიქოპატიის დონე ძალიან მაღალია”.

banner
წინა სტატიაშითასების მფლობელთა თასში ”დინამოს” გამარჯვების 35 წლის იუბილეს სპეციალური ღონისძიებებით აღნიშნავენ
შემდეგი სტატიაესპანელებმა მოითხოვეს აკრძალონ ოპერა ცოცხალი კამეჩის მონაწილეობით