დაშინება უნდა შეწყდეს – სენატორი რიში

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები დიპლომატების განხილვის მთავარი თემაა – ამჯერად ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სენატორი ჯიმ რიში ეხმაურება.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი შეშფოთებას გამოთქვამს ე.წ. სიკვდილის ბრიგადების მიერ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

“ღია დემოკრატიის პირობებში ყველა ადამიანს უნდა მიეცეს სიტყვის თავისუფლება” – წერს სენატორი და იქვე დასძენს, რომ მოქალაქეებზე სისხლიანი ანგარიშსწორება და მათი დაშინების მცდელობები უნდა შეწყდეს.

შეშფოთებული ვარ ინფორმაციით, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციური პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობის, მუქარის სამიზნე გახდნენ, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოში შემოთავაზებულ უცხო აგენტების შესახებ კანონს. ღია დემოკრატიის პირობებში ყველა ადამიანს უნდა მიეცეს სიტყვის თავისუფლება. ეს დაშინება უნდა შეწყდეს”. – წერს რიში.

banner
წინა სტატიაშიან მტკიცებულებები დაიდოს, ან ერთი ადგილი – სტუდენტები პრემიერს
შემდეგი სტატიაარა ქართული და “უზრდელობა” ასე აფასებს კობახიძე მედიის პროტესტს