კობახიძე; შესაძლებელია, ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისთვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით

“ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს, ან NGO-ები უწერენ, ან გარედან უწერენ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები კანონპროექტთან დაკავშირებით. აქ უკვე, ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. ვეტო როცა შემოდის პარლამენტში, ეს ვეტო უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონკრეტული კანონპროექტის სახით. აქ უკვე იძულებაა, რომ კონკრეტული რაღაც შემოგთავაზონ,-თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიარა ქართული და “უზრდელობა” ასე აფასებს კობახიძე მედიის პროტესტს
შემდეგი სტატია18 საერთაშორისო ორგანიზაცია კობახიძეს მიმართავს, დაუყოვნებლივ გაუქმდეს რუსული კანონი და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება