ერთი აშშ დოლარი 2.3393 ლარი ღირს

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაადგენილი ლარის ახალი, ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3393 ლარი გახდა. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3393 ლარი გახდება. დღემდე მოქმედი ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 2.3391 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.
სებ-ის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5802 ლარად იქნება შესაძლებელი. დღემდე მოქმედი კურსით 1 ევრო 2.5880 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიოლიგარქ ხიხინაშვილის ძმისშვილი ქრთამის მიწოდების ფაქტზე დააკავეს
შემდეგი სტატია“ისე საუბრობს, რომ პარლამენტი ერთი ხელის დაკვრით, მისი გადაწყვეტილებით უნდა შეიკრიბოს”- ვოლსკი კოჟორიძეს პასუხობს