ოლიგარქ ხიხინაშვილის ძმისშვილი ქრთამის მიწოდების ფაქტზე დააკავეს

შოთა ხიხინაშვილი, რომელსაც რუსეთის დატოვება აკრძალული აქვს, აეროპორტის თანამშრომლების მოსყიდვას შეეცადა.
შოთა ხიხინაშვილი რუსეთში ცნობილი სავაჭრო ცენტრების «Золотой Вавилон» და «Времена года»-ს დამფუძნებლის, თეიმურაზ ხიხინაშვილის ძმისშვილია – ის 11 ივლისს რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურმა დააკავა.
შოთა ხიხინაშვილი პარიზში აპირებდა გაფრენას. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღმოჩნდა რომ მას აკრძალული აქვს ქვეყნიდან გასვლა, რომლის შემდეგადაც ხიხინაშვილმა მესაზღვრეს 100 ათასი რუბლი შესთავაზა.

banner
წინა სტატიაში“კანონიერი ქურდი” ზახარი კალაშოვი, მეტსახელად “შაქრო მალადოი” დაიჭირეს
შემდეგი სტატიაერთი აშშ დოლარი 2.3393 ლარი ღირს