“ისე საუბრობს, რომ პარლამენტი ერთი ხელის დაკვრით, მისი გადაწყვეტილებით უნდა შეიკრიბოს”- ვოლსკი კოჟორიძეს პასუხობს

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის მრჩეველს, კახა კოჟორიძეს პასუხობს.

მისი თქმით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომები რომ ჩატარდეს, დეპუტატები საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ვერ მიიღებენ, რადგან არ არსებობს უმრავლესობაში სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტზე ერთიანი პოზიცია.

„პარლამენტის მიმართ ისე საუბრობენ, კოჟორიძე მყავს მხედველობაში, თითქოს ეს ინსტიტუტი არ უნდა იყოს პატივსაცემი ან რაღაც ერთი ხელის დაკვრით, მისი გადაწყვეტილებით შეიკრიბოს ან არ შეიკრიბოს. ორი მნიშვნელოვანი მუხლი, ეს არის სამწლიანი გამოსაცდელი ვადა და მოსამართლეების, სასამართლოთა თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, არის აზრთა სხვადასხვაობა. ტექნიკურად რომც გახდეს შესაძლებელი უმრავლესობის შეკრება, თუნდაც ოპოზიციასთან ერთად, არ იქნება მიღწეული კონსესუსი,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ კანონმდებლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა შეიკრიბონ რიგგარეშე სხდომაზე და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცონ. კოჟორიძემ ვარაუდიც გამოთქვა, რომ კანონპროექტის მიღება ხელოვნურად ჭიანურდება.

banner
წინა სტატიაშიერთი აშშ დოლარი 2.3393 ლარი ღირს
შემდეგი სტატიასამართალდამცავებმა ერთი პირი ქურდობის ბრალდებით დააკავეს