ეროსის და იასგან ვიცი, რომ “რუსთავი 2”-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია – კიწმარიშვილი

ეროსის და იასგან ვიცი, რომ ჩემს ძმას “რუსთავი 2”-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა.

„ეროსის და იასგან ვიცი, რომ ჩემს ძმას “რუსთავი 2”-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია. ჯარჯი და დათო ამბობენ, რომ მოლაპარაკებები გამიჯნული იყო. აქედან გამომდინარე, ეროსისთან რა მოილაპარაკეს და შესრულდა თუ არა პირობა, ვინც გადაიხადა, მან უნდა თქვას. ხალვაშისგან მსმენია, რომ მას ეროსი არ უნახავს და არც თანხა არ გადაუცია. ეროსისთვის არასდროს მიკითხავს, რა გაყიდა და რა მიუტანეს, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, არ დამიმალავდა. ის ნამდვილად ვიცი, რომ მას ისევე ეკუთვნის “რუსთავი 2″, როგორც მათ, ვინც ახლა ყურადღების ცენტრშია. „რუსთავი 2”-ის მფლობელობიდან გასვლის საკითხი ეროსისთვის იმ მომენტში დღის წესრიგში არ იდგა, ეს იყო შექმნილ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება. წილის გასხვისება ყველასთვის მოულოდნელი და არასასურველი იყო. თუ წილობრივ და ქონებრივ დავაში ია რაიმე ფორმით მიიღებს მონაწილეობას, გვერდში დავუდგები. ეს მისი, როგორც სამართალმემკვიდრის გადასაწყვეტია. ვიცი, რომ ეროსის ჰქონდა პრეტენზია “რუსთავი 2”-ზე და თვლიდა, რომ მისი ინტერესი არ იყო დაკმაყოფილებული“, – განაცხადა, ზურაბ კიწმარიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს დღეს არაფორმალური მმართველი მართავს, რომელიც თავის მხრივ არის ოლიგარქი და გამორჩეული დიქტატორი” – ანა კობახიძე
შემდეგი სტატია“საქართველოს მოქალაქე არ გაჩერდება, სანამ მისი კანონიერი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება” – გრიგოლ ვაშაძე