“საქართველოს მოქალაქე არ გაჩერდება, სანამ მისი კანონიერი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება” – გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები, შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან კარვებში მყოფ აქციის მონაწილეებს შეხვდნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, აქციები, თითქმის, 40 დღეა მიმდინარეობს, დაკავებების, დაკითხვებზე დაბარებების და სხვადასხვა ბარიკადის აღმართვის მიუხედავად.

საქართველოს მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო კიდევ ერთხელ აკრიტიკებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია” ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე.

„ხელისუფლებამ მარტივი რაღაც ვერ შეიგნო, რომ დაუპირისპირდა ოპოზიციურ პარტიას ან პარტიებს კი არა, დაუპირისპირდა იმ ადამიანებს კი არა, ვინც ოპოზიციურად იყვნენ განწყობილები 20 ივნისამდე, 20 ივნისს დაუპირისპირდა საქართველოს მოქალაქეს, არ გაჩერდება საქართველოს მოქალაქე იქამდე, სანამ მისი კანონიერი, კონსტიტუციური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და დროა, ეს შეიგნონ,“ – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიეროსის და იასგან ვიცი, რომ “რუსთავი 2”-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია – კიწმარიშვილი
შემდეგი სტატია„ცხოვრების დონე სულ უკან-უკან მიდის, მთავრობა კი თავის ბუღალტერიას ხატავს“ – დავით ჭიჭინაძე