“საქართველოს დღეს არაფორმალური მმართველი მართავს, რომელიც თავის მხრივ არის ოლიგარქი და გამორჩეული დიქტატორი” – ანა კობახიძე

საქართველოს დღეს არაფორმალური მმართველი მართავს, რომელიც თავის მხრივ არის ოლიგარქი და გამორჩეული დიქტატორი – ამის შესახებ განცხადება,”ახალი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა კობახიძემ გააკეთა.

“საქართველოს დღეს არაფორმალური მმართველი მართავს, რომელიც თავის მხრივ არის ოლიგარქი და გამორჩეული დიქტატორი. არაფორმალური -ოლიგარქ – დიქტატორი, განსაკუთრებით გამძვინვარდა ბოლო პერიოდში. ეს გვაფიქრებინებს, რომ მისი დასასრული ახლოვდება, მაგრამ ამგვარი მმართველის დასასრული კონკრეტულ თარიღს არ უკავშირდება ხოლმე, არც რაიმე მოვლენაზეა დამოკიდებული, ერთადერთი რაც კვლავ დაგვაბრუნებს დემოკრატიული სახელმწიფოს რელსებზე არის ხალხის გამოღვიძება! თუ მოქალაქეები სიჩუმით უპასუხებენ სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვას, თუკი მათთვის მიუღებელ პოლიტიკოსების დაჭერაზე იქნება სიჩუმე პასუხი, ან სახელმწიფო ბიუჯეტის მითვისებაზე, მაშინ გილოცავთ! ჩვენ ვიცხოვრებგ იმ ახალი მოდელის მმართველობაში, რომელსაც არაფორმალურ- ოლიგარქიული- დიქტატურა დავარქვი. დღეს, საქართველოში, აღარც ხალხია ხელისუფლების წყარო და აღარც ხელისუფლების დანაწილების პრინციპით დამოუკიდებლად იმართება ჩვენი ქვეყანა. ფორმალურად, ხელისუფლება დაყოფილია სამ შტოდ -აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამარლო ხელისუფლებად თუმცა თამამად შეგვიძლოა ვთქვათ, რომ სამივე შტო გამქრალია. არც ხალხია დღეს ხელისუფლების წყარო და არც ხელისუფლების დანაწილების პრინციპით იმართება ჩვენი ქვეყანა.”- განცხადა ანა კობახიძე

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით კოკაინის შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანისთვის პირს 18 წელი მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაეროსის და იასგან ვიცი, რომ “რუსთავი 2”-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია – კიწმარიშვილი