ერდოღანმა ტრამპი თურქეთში დაპატიჟა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მომავალ წელს ქვეყანაში თავისი ამერიკელი კოლეგა დაპატიჟა – ამის შესახებ თეთრმა სახლმა განაცხადა. ამავე დროს, ვიზიტის დღე, ჯერჯერობით, ჩანიშნული არ არის. “ამ ეტაპისთვის არაფერია გარკვეული. პრეზიდენტი სამომავლო პოტენციური შეხვედრისთვის ღიაა” – თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა.
გასულ კვირას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან სირიიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის “ნელი და კარგად კოორდინირებული” პროცესი დაგეგმეს – “ამერიკის ხმა” წერს.

 

banner
წინა სტატიაში“შენ კიდევ გჯერა სანტასი?”- ტრამპის პასუხი ბიჭუნას რომელიც კლაუსს ეძებდა
შემდეგი სტატიაერდორანი პუტინთან შეხვედრას გეგმავს