“შენ კიდევ გჯერა სანტასი?”- ტრამპის პასუხი ბიჭუნას რომელიც კლაუსს ეძებდა

“ისევ გჯერა სანტა-კლაუსის? შვიდი წლის ასაკში მისი უკვე არ სჯერათ” – ასე უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პატარა ბიჭს, რომელიც რეკავდა რომ გაეგო სად არის სანტა-კლაუსი.
დონალდ ტრამპი და მისი მეუღლოე მელანია ტრამპი მონაწილეობდნენ აქციაში “NORAD თვალყური ადევნე სანტას”. ბევრ მედია-არხზე, სოციალურ ქსელში და სპეციალურ საიტზე სანტას გამოგონილ მარშრუტზე საუბრობდნენ, რომლითაც საშობაო ბაბუა ჩრდილეოთ პოლუსიდან საჩუქრების დასარიგებლად მოდის.
პროგრამაში ბევრი ვოლონტიორი მონაწილეობს, ისინი ბავშვების ზარებს იღებენ, ზარის ნაწილი თეთრ სახლშიც შედის, რომელსაც პასუხს აშშ-ს პრეზიდენტი და მისი მეუღლე სცემდნენ.

ტრადიცია აშშ-ში 1955 წლიდან არსებობს და ის შეცდომის შედეგად ჩაისახა, როცა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის რეკლამაში არასწორად მიუთითეს ნომერი, რომელზეც ბავშვებს ამერიკელ თოვლის ბაბუასთან დარეკვა შეეძლოთ. სინამდვილეში ტელეფონი ეკუთვნოდა აშშ-ს საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობას (NORAD).
სამხედროები თამაშში ჩართვნენ და ბავშვებს დეტალურად უყვებოდნენ სანტა-კლაუსის მარშრუტზე. მას შემდეგ, ყოველი წლის დეკემბერში მოხალისეები ბავშვების შეკითხვებს პასუხობენ, მათ შორის, ცნობილი ადამიანები.

დონალდ ტრამპსა და ბავშვს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა: “ალო, ეს კოლმანია? ბედნიერი შობა! როგორ მიდის საქმეები? სკოლაში ყველაფერი ნორმალურადაა?” ამის შემდეგ დონალდ ტრამპი გაკვირვებულია იმით, რომ 7 წლის კოლმანს სანტასი ჯერ ისევ სჯერა.
დონალდ და მელანია ტრამპებმა ამერიკელ ბავშვებს შობა თბილად მიულოცეს და სურვილების ასრულება უსურვეს.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიბაჩანა შენგელია – გამოძიების იმედი გვაქვს და სრულად ვითანამშრომლებთ მათთან
შემდეგი სტატიაერდოღანმა ტრამპი თურქეთში დაპატიჟა