ერდოღანმა პირობა დადო, რომ თვითმფრინავებს მომავალშიც ჩამოაგდებს

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე ქვეყნის სამხედროები იმოქმედებენ ისევე, როგორც უკვე ჩამოგდებული რუსული სუ-24-ის შემთხვევაში.

“დღესვე რომ მოხდეს საზღვრის მსგავსი დარღვევა, ჩვენ იმავე პასუხს გავცემთ” – განაცხადა თურქეთის მეთაურმა. როგორც “როიტერსი” იტყობინება, ერდოღანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსული თვითმფრინავი “ავტომატური რეაქციით” იქნა ჩამოგდებული იმ ინსტრუქციის მიხედვით, რომელსაც თურქი სამხედროები მისდევენ.

Hürriyet Daily News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ თურქეთის მიზანი არ ყოფილა მაინცდამაინც რუსეთის ავიაგამანადგურებლის ჩამოგდება: “თვითმფრინავის წარმომავლობა იმ მომენტისთვის დადგენილი არ იყო” – განმარტა ერდოღანმა. მან მოსკოვი დაადანაშაულა იმაში, რომ ის “ისლამურ სახელმწიფოს” არ ებრძვის. “სინამდვილეში ისლამურ სახელმწიფოსთან მხოლოდ თურქეთი იბრძვის” – თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთმა სირიის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა არ გამორიცხა
შემდეგი სტატიაშოთაძემ უმცირესობასთან შეხვედრაზე კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზეც ისაუბრა