შოთაძემ უმცირესობასთან შეხვედრაზე კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზეც ისაუბრა

“აქ საუბარი არის ეს იყო თვითმკვლელობა, თუ მკვლელობა,”- ეს განცადება ირაკლი შოთაძემ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე საუბრის დროს გააკეთა. კითხვა შოთაძეს კიწმარიშვილის საქმეზე დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ დაუსვა.

“ბევრი გარემოებაა, რომ გვაქვს საქმე რაღაც სხვასთან და არა თვითმკვლელობასთან. ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე ასახელებდა მუდმივად სამ გვარს-ბიძინა ივანიშვილი აქიმიძე და დვალი. საინტერესოა ამ სისხლისსამსართლებრივ საქმეში გარემოება, რომ ერთი წლის თავზე დაიწყო გამოძიება რუსთავი 2-ის საქმეზე და ამ პროცესში მთავარ გმირებად აქიმიძე და დვალი არიან, სწორედ ის ადამიანები ვისზეც კიწმარიშვილი საუბრობდა. დაკითხულები არიან თუ არა დღეს გმირებად გამოცხადებულები აქიმიძე და დვალი? დაკითხული არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი”, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებას მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ და მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ სხდომათა დარბაზშივე უპასუხა.

“ამ გამოძიების მასალები სრულად გადაეცა კიწმარიშვილის ოჯახს თავისი ექსპერტიზებით. მათი ექსპერტები იყვნენ ჩართულები ყველა საექსპერტო ღონისძიებაში რაც იყო უპრეცედენტო, შესაბამისად რასაც თქვენ ამბობთ, მიუხედავად იმისა, რომ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ბევრ მოთხოვნას აყენებს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კუთხით, ეს იმათაც კი არ დაუყენებიათ”, – აცხადებს ირაკლი შოთაძე.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა პირობა დადო, რომ თვითმფრინავებს მომავალშიც ჩამოაგდებს
შემდეგი სტატიაპროკურატურაში ალეკო ელისაშვილი დაკითხეს