ერდოღანმა ახალი კონსტიტუციის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

ახალი კონსტიტუცია უახლოეს მომავალში უნდა გამოჩნდეს – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდორანმა, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე გამოსვლისას.
“უმოკლეს ვადებში უნდა მივიღოთ ახალი კონსტიტუცია. მინიმუმ, აუცილებელია მასშტაბური შესწორებები შევიტანოთ ძირითად კანონში” – პრეზიდენტს თურქული პრესა ციტირებს. კონსტიტუციის შესწორებებზე მუშაობა 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მმართველმა პარტიამ დაიწყო. .
ახალ კონსტიტუციაში, შესაძლებელია ქვეყანაში სიკვდილით დასჯა დაუშვან.
სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისი სურვილია რუსეთთან მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობების დამყარება.

banner
წინა სტატიაშიერთნაირსქესიანთა ქორწინების არ აღიარების გამო ალაბამას მოსამართლე გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატიააშშ-ში 11 სექტემბრის გამო საუდის არაბეთის წინააღმდეგ პირველი საჩივარი შეიტანეს