ერთნაირსქესიანთა ქორწინების არ აღიარების გამო ალაბამას მოსამართლე გაანთავისუფლეს

4ალაბამას შტატის უმაღლესი მოსამართლე როი მური, აშშ-ს უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუკმაყოფილებლობის გამო, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ეხებოდა, სამსახურიდან დაითხოვეს.
მურმა ალაბამას ჩინოვნიკებს უბრძანა ქორწინების მოწმობა არ გასცენ ერთნაირსქესიან წყვილებზე, მიუხედავად გასული წლის ისტორიული გადაწყვეტილებისა, რომლითაც აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალიზებულია.
სპეციალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ 69 წლის მოსამართლემ ეთიკური ნორმები დაარღვია და მური პოსტიდან საკუთარი ვადის ამოწურვამდე გაანთავისუფლა.

თვითონ მოსამართლის თქმით, მისი განთავისუფლება პოლიტიკურად მოტივირებულია.

banner
წინა სტატიაშიტრამპი კლინტონის ოჯახურ ღირებულებებზე ისაუბრებს
შემდეგი სტატიაერდოღანმა ახალი კონსტიტუციის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა