ერდოღანი: მოსკოვის ბრალდება სირიაში თურქეთის შეჭრასთან დაკავშირებით სასაცილოა

26თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიიპ ერდორანმა რუსეთის მთავრობის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას სასაცილო უწოდა. რუსეთის თქმით, თურქეთი სირიაში სამხედრო შეჭრას აპირებს.
“მე რუსეთის განცხადება სასაცილოდ მეჩვენება … უფრო პირიქით არის, ეს რუსეთი ანხორციელებს უკანონო შეჭრას სირიაში დღეს” – განაცხადა ერდოღანმა.
ბრალდებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თურქეთი სირიის საზღვარზე სოფლების დაცხრილვაში დაადანაშაულა და ნატოს და პენტაგონს სთხოვა მდგომარეობა შეესწავლათ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ერაყსა და ავღანეთში ძალადობის ამსახველი 198 ფოტო გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიააჰმედ ზაკაევი: ჩეჩნეთში, სადაც ყველა მძევალია, მე არ დავბრუნდები